ვითარება კოვიდკლინიკებში - ექიმები ანაზღაურებას დროულად ვერ იღებენ

05.05.21 15:07
ვითარება კოვიდკლინიკებში - ექიმები ანაზღაურებას დროულად ვერ იღებენ

ექიმები კუთვნილ  ხელფასებს დროულად ვერ იღებენ. ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკებში ანაზღაურების დარიცხვა დააგვიანა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, ადასტურებს, რომ ხშირად  ექიმების კუთვნილი ანაზღაურება იგვიანებს და ამის გამოსასწორებლად ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს.

კოვიდმიმღები კლინიკების ანაზღაურება 2 ნაწილად ხდება. ერთი, ეს არის ფიქსირებული ანაზღაურება ყოველთვიურად გადაეხდებათ მობილიზებული საწოლების რაოდენობის მიხედვით, მიუხედავად იმისა, დატვირულია ეს საწოლფონდი, თუ არა. ეს არის ფიქსირებული ანაზღაურება. მეორე ნაწილი არის, რომელიც შედარებით მეტ დროს მოითხოვს და ანაზღაურდება დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში, ეს არის  ხშირად კოვიდკლინიკების წუხილის თემაა, რაზედაც ჩვენ მათთან კომუნიკაცია გვქონდა ბოლო პერიოდში. ჩვენ რა თქმა უნდა ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს კლინიკების დაკმაყოფილება ამ კუთხით," - ამბობს თამარ გაბუნია. 

 

მსგავსი სიახლეები