ვაქცინაცია საქართველოში - ეკონომიკის მინისტრი ბიზნესსექტორს ხვდება

05.05.21 17:23
ვაქცინაცია საქართველოში - ეკონომიკის მინისტრი ბიზნესსექტორს ხვდება

საქართველოს ეკონომიკისა მინისტრი, ნათია თურნავა, ტურისტული სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ბიზნესს შეზღუდვები არ ემუქრება და ეკონომიკის სამინისტრო  საერთაშორისო  ტურისტების უსაფრთხოდ მისაღებად ემზადება. მინისტრის თქმით,  სფეროში მომუშავე პირებისთვის ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ხვალ დაიწყება. მათ არჩევანის გაკეთების საშუალება "ასტრაზენეკასა" და "სინოფარმს" შორის ექნებათ.

პრიორიტეტული ვაქცინაციის ჯგუფებს დაემატა ტურიზმის ინდუსტრია, საქართველო პირველია რეგიონში, რომელიც აცხადებს, რომ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია იქნება ყველაზე უსაფრთხო და მზად არის, რომ ვაქცინირებული თანამშრომლებით უმასპინძლოს საერთაშორისო ტურისტებს. ვსაუბრობდით, როგორ მოხდეს ეს სწრაფად, ამ ეტაპზე ბიზნესში დიდი შეზღუდვებს არ ვაწესებთ," - თქვა თურნავამ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, მედეა ჯანიაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები