დიდი ალბათობით შესაძლებელია, იყოს საქართველოში - გამყრელიძე ინდურ შტამზე

05.05.21 21:25
დიდი ალბათობით შესაძლებელია, იყოს საქართველოში - გამყრელიძე ინდურ შტამზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსის ინდური შტამის არსებობა საქართველოში გამორიცხული არ არის, თუმცა ის ლუგარის ლაბორატორიას ჯერ არ დაუდასტურებია. ამის შესახებ გამყრელიძემ ტვ პირველზე, გადაცემა "საჯარო პოლიტიკაში" ისაუბრა. გამყრელიძის შეფასებით, ინდური შტამი პანიკის საფუძველი არ არის და  ინდოეთში ეპიდსიტუაციის გართულება ამ შტამს არ გამოუწვევია.

შესაძლებელია არის,მაგრამ ჩვენ ლაბორატორიულად არ დაგვიდასტურებია ლუგარის ცენტრს, 50 ლაბორატორიაა, თუმცა უმრავლესობა შტამის სეკვენირებას ვერ ახერხებს, ამიტომ ჩვენთან აგზავნიან თუ საეჭვოა. დიდი ალბათობით შესაძლებელია იყოს. ჩვენთან დომინირებს  სრულად ბრიტანული შტამი. ინდურ შტამთან დაკავშირებით რაღაც  განსაკუთრებით ნუ შეიქმნება, ინდოეთში დომინირებს ბრიტანული შტამი, ინდური შტამი არ არის იქ დომინანტი, იქ ეპიდაფეთქება არა შტამმა არამედ სხვა ფაქტორებმა გამოიწვია", - თქვა ამირან გამყრელიძემ.

 

მსგავსი სიახლეები