ვართ პიკში, 2-3 კვირა დავიცვათ რეკომენდაციები - ამირან გამყრელიძე

05.05.21 21:27
ვართ პიკში, 2-3 კვირა დავიცვათ რეკომენდაციები - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღის პიკია, რომელიც ყველაზე კარგ შემთხვევაში, 2-3 კვირა გაგრძელდება. ამის შესახებ გამყრელიძემ ტვ პირველზე, ეკა მიშველაძის "საჯარო პილიტიკაში" ისაუბრა და მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

ეხლა გვაქვს მატება ორჯერადი, ჩემი გათვლებით, ჩვენ შევედით 25-26 აპრილიდან პიკურ პერიოდში, ეხლა გავდივართ პიკს, რომელიც იმის მიხედვით როგორ მოვიქცევით, როგორ დავიცავთ წესებს შეიძლება, გახანგრძლივდეს ძალიან ან როგორც წესი პიკი არის ხოლმე 2-3 კვირა. ამიტომ ეს 2-3 კვირა სერიოზულად დავიცვათ ღონისძიებები, ამიტომაც დაწესდა არდადეგები. მკაცრ ღონისძიებებზე ქვეყანა ვეღარ მიდის ბევრი მიზეზის გამო ვერ წავა, თორემ ეხლა ამ ტიპის ზრდის დროს შესაძლებელია მკაცრი ღონისძიებების დაწესება, მოწოდება იქნება რომ დავიცვათ რკეომენდაციები და არდადეგების პერიოდში რაც შეიძლება მობილობა დავაგდოთ", - თქვა გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები