საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის 43 000 დოზა შემოვიდა

საქართველოში დღეს დილას AstraZeneca-ს ვაქცინის 43 000 დოზა შემოვიდა. ვაქცინა იმ პირებისთვისაა გათვლილი, ვისაც პირველი დოზა გაკეთებული აქვს.
AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია გუშინ, საღამოს 8 საათიდან დაიწყო. მოქალაქეებს რეგისტრაციის გავლა პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში შეუძლიათ.
რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ საიტზე - booking.moh.gov.ge.