1806 ახალი შემთხვევა, 20 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 1806 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 20 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.
დღიური დადებითობის მაჩვენებელი 6,41%-ია, ბოლო 14 დღის - 5,51%, ბოლო 7 დღის - 6,59%.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 140 მილიონს გადააჭარბა, 2.9 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.