AstraZeneca-ზე ასაკობრივი შეზღუდვა უნდა მოიხსნას - ვატო სურგულაძე

06.05.21 11:14
AstraZeneca-ზე ასაკობრივი შეზღუდვა უნდა მოიხსნას - ვატო სურგულაძე

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, ვატო სურგულაძე, მიიჩნევს, რომ "ასტრაზენეკას" ვაქცინაზე ასაკობრივი შეზღუდვა უნდა მოიხსნას. სურგულაძე ფიქრობს, რომ მოსახლეობა ვაქცინაციაში აქტიურად არის ჩართული. შესაბამისად, ყველას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მიიღოს კუთვნილი დოზა. 

 გუშინ დაიწყო მეორე დოზაზე რეგისტრაცია, მეც დავრეგისტრირდი  და უკვე ძალიან ბევრი ადგილია დაჯავშნილი, არ მგონია, რომ გაფუჭდეს, ჩამოვა ახალი პარტია, განახლდება,  მთავარია, მოიხსნას ის გაუგებარი შეზღუდვა, 55 წელს ზემოთ რომ კეთდება მხოლოდ და 55 წლამდე არ კეთდება - ამბობს ვატო სურგულაძე. 

შეგახსენებთ, რომ AstraZeneca-ზე ასაკობრივი შეზღუდვაა დაწესებული და მხოლოდ 55 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები იცრებიან.

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1806 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სფეროს ექსპერტების შეფასებით, მესამე ტალღა უკვე დაწყებულია. 

მსგავსი სიახლეები