Pfizer-ის ვაქცინა 22 მარტის კვირაში ჩამოვა - თამარ გაბუნია

05.03.21 18:05
Pfizer-ის ვაქცინა 22 მარტის კვირაში ჩამოვა  - თამარ გაბუნია

,,მოლოდინი გვაქვს, რომ ვაქცინაცია მარტის ბოლოდან დაიწყება" - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოდგილემ, თამარ  გაბუნიამ, ბრიფინგზე განაცხადა. გაბუნიას თქმით, საქართველოში 29 230 დოზა ვაქცინა შემოვა. 

წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებითაც. „იუნისეფმა“ მიიღო „ასტრაზენეკასგან“ დასტური და პირველი ნაწილი შემოვა მარტის ბოლომდე და ესეც მოსალოდნელია, რომ 22 მარტის კვირაში მივა „იუნისეფთან და შემდეგ გამოიგზავნება საქართველოში ამსტერდამის განაწილების ცენტრიდან. ასე რომ, მოლოდინი გვაქვს, მარტის ბოლოს ვაქცინაცია ქვეყანაში უნდა დაიწყოს, -  თქვა გაბუნიამ.

თამარ გაბუნია ვერ ასახელებს ზუსტ რიცხვს, თუმცა  ამბობს, რომ ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში  22 მარტის კვირაში ჩამოვა. 

მსგავსი სიახლეები