გერმანიამ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება ყველა ზრდასრულისთვის დაუშვა

06.05.21 23:24
გერმანიამ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება ყველა ზრდასრულისთვის დაუშვა

გერმანიამ „ასტრაზენეკაზე“ ასაკობრივი ბარიერი გააუქმა და  ვაქცინის გამოყენება  ყველა ზრდასრული მოქალაქისთვის დაუშვა. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება გაამარტივებს მთავარ მიზანს, აიცრას რაც შეიძლება მეტი ადამიანი.

 მნიშვნელოვანია ვიყოთ უფრო პრაგმატულები და მოქნილები“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა.

 ევროკავშირის წამლის მარეგულირებელმა სააგენტომ ავტორიზაცია ამ დრომდე ოთხ კოვიდვაქცინას მიანიჭა. ესენია: „ასტრაზენეკა“, „მოდერნა“, „ფაიზერი“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონი“. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება რამდენიმე ქვეყანამ  რამდენიმე შემთხვევის გამო შეაჩერა, როცა ადამიანებს თრომბოებოლია განუვითარდათ. 

გერმანიაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 84 ათასს გადააჭარბა.
 

მსგავსი სიახლეები