,,სინოფარმს" ავტორიზაცია მიენიჭა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინურ „სინოფარმს“ ავტორიზაცია მიენიჭა - შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა დღეს მიიღო.
ავტორიზაციის შემდეგ ჩინური ვაქცინა „კოვაქსის“ პროგრამაში ჩაერთვება, რომელიც ვაქცინებით დაბალშემოსავლიან ქვეყნებს მოამარაგებს.
საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო.
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ავტორიზაციის მიღებამდე ,,სინოფარმით" მსოფლიოს 45 ქვეყნის მოსახლეობა აიცრა.