„წითელი ჯვარი“ საქართველოს 100 000 დოზა „სინოფარმს“ გადმოსცემს

„წითელი ჯვარი“ საქართველოს 100 000 დოზა „სინოფარმს“ გადმოსცემს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრ ტიკარაძესა და ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
ვაქცინის გადმოცემასთან დაკავშირებული დეტალები უახლოეს პერიოდში დაზუსტდება.
შეგახსენებთ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „სინოფარმის“ ვაქცინას ავტორიზაცია გუშინ მიანიჭა.
საქართველომ „სინოფარმით“ ვაქცინაციის პროცესი 4 მაისს დაიწყო.