საქართველოში COVID-19-ის 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 349 ადამიანი გამოჯანრთელდა, ხოლო 9 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა 272851;
გამოჯანმრთელებულია - 266693;
გარდაცვლილია - 3576;
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 15919, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 6210 PCR ტესტით - 9709
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,47% ბოლო 14 დღის - 1,55%, ბოლო 7 დღის - 1,56%
კარანტინის რეჟიმში - 307
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1410
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 133
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 114 მილიონს გადააჭარბა. Covid-19-ით გარდაიცვალა 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი.