გაუქმდეს კომენდანტის საათი - მოქალაქეები პეტიციას აგროვებენ

10.05.21 11:46
გაუქმდეს კომენდანტის საათი - მოქალაქეები პეტიციას აგროვებენ

გაუქმდეს კომენდანტის საათი - მოქალაქეები პეტიციას აგროვებენ და შეზღუდვების მოხსნას მოითხოვენ. 

პეტიციას ხელი უკვე 9 ათასზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა. ხელმომწერების თქმით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები ეპიდვითარებას კიდევ უფრო აუარესებს, რადგან ტრანსპორტში ერთდროულად უწევთ მგზავრობა, რის გამოც დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება. 

მოძრაობა "ალტერნატივაში" ამბობენ, რომ კომენდანტის საათმა ტურიზმის სექტორი მნიშვნელოვნად დააზარალა. 

ტურიზმის სექტორი კარგავს კერძო საკუთრებას იმიტომ, რომ სახელმწიფომ არ გაითვალისწინა პრინციპულად არაფერი. ჩამომსვლელი ტურისტების რაოდენობა არის შეუდარებლად ნაკლები - ამბობს "ალტერნატივას" წარმომადგენელი. 

მსგავსი სიახლეები