ბოლო 24 საათში კორონავირუსის 147 შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 147 შემთხვევა გამოვლინდა. 15 პაციენტი გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
- ჯამში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 272998
- მათ შორის გამოჯანმრთელებული - 266886 , ბოლო 24 საათში - 193
- მათ შორის გარდაცვლილი - 3591 , ბოლო 24 საათში - 15
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 7823, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 3613, PCR ტესტით - 4210
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,88%, ბოლო 14 დღის - 1,54%, ბოლო 7 დღის - 1,67%
- კარანტინის რეჟიმში - 257
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1421
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 125
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 114 მილიონს გადააჭარბა. Covid-19-ით გარდაიცვალა 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი.