დღეიდან კორონავირუსთან დაკავშირებული რამდენიმე შეზღუდვა იხსნება

დღეიდან, 8 მარტიდან ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული რამდენიმე შეზღუდვა იხსნება.
კერძოდ, დღეს 8 მარტიდან:
- სამთო კურორტებზე ამუშავდება საბაგიროები;
- რესტორნები განაახლებენ შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას (შაბათ-კვირის გარდა);
- არასასურსათო საცალო ვაჭრობა (მოლები და ბაზრობები) მუშაობას განაახლებენ შაბათ-კვირის ჩათვლით.
- ბაზრობები და სავაჭრო მოლები მუშაობას განაახლებენ შაბათ-კვირის ჩათვლით.
ძალაში რჩება ერთ-ერთი უმთავრესი შეზღუდვა, კომენდანტის საათი.