საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

09.03.21 12:28
საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პაციენტი ვირუსით დაახლოებით სამი თვის შემდეგ რეინფიცირდა.

გამყრელიძის თქმით, ვირუსი ორივე შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარეობს.

„ერთი შემთხვევაა დადასტურებული რეინფიცირების, სამთვიანი შუალედით. იქ სხვადასვა შტამი არ არის, ერთი და იგივე შტამის მუტანტია. რეინფიცირება მოხდა 2,5 – 3 თვის შემდეგ. ორივე შემთხვევაში არის მსუბუქი მიმდინარეობა. რაც შეეხება ასაკს, არ მინდა შემეშალოს, მაგრამ ხანდაზმული არ არის“, - თქვა გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები