საქართველოში კორონავირუსის 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 96 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 273 650;
- გამოჯანმრთელებულია - 267 111;
- გარდაცვლილია - 3 613;
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 22 127, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 14 103 PCR ტესტით - 8 024
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,32%, ბოლო 14 დღის - 1,5%, ბოლო 7 დღის - 1,83%
- კარანტინის რეჟიმში - 243
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1 342
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 111
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 114 მილიონს გადააჭარბა. Covid-19-ით გარდაიცვალა 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი.