საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 343 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 274377
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 26700, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 17307, PCR ტესტით - 9393
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,24%, ბოლო 14 დღის - 1,49%, ბოლო 7 დღის - 1,72%
- კარანტინის რეჟიმში - 245
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1310
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 130
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 114 მილიონს გადააჭარბა. Covid-19-ით გარდაიცვალა 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი.