პრეზიდენტის გააქტიურებამ მმართველ პარტიას მოსვენება დააკარგვინა - რატომ ეშინია "ოცნებას" ზურაბიშვილის?

06.12.23 20:00
პრეზიდენტის გააქტიურებამ მმართველ პარტიას მოსვენება დააკარგვინა - რატომ ეშინია "ოცნებას" ზურაბიშვილის?

 

"ქართული ოცნების" გაცხადებული შიში სახელად სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტის გააქტიურებამ მმართველ პარტიაში მოსვენება ყველას დააკარგვინა, ლიდერებიდან დაწყებული რიგითებით დასრულებული. "ოცნების" პოლიტიკური დღის წესრიგის ერთადერთი საკითხი ახლა მხოლოდ ზურაბიშვილია, რომელიც ნერვიულობის მიზეზს ხელისუფლებას უკვე ყოველ დღე აძლევს. პრეზიდენტის ალეგორიებით დაწყებულ შტურმს "ოცნება" წყობიდან ისე გამოჰყავს, რომ პირდაპირ მის ლანძღვაზე არიან გადასულები.

რატომ ეშინია ასე ძალიან "ოცნებას" პრეზიდენტის? - სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი გადამწყვეტი არჩევნების წინ რეკორდულად მაღალია. პრეზიდენტი გეგმას ზუსტად მიყვება. ქართულ საზოგადოებაში და საერთაშორისო პარტნიორებში დღითიდღე სულ უფრო დიდ ნდობას იწვევს. ეს კი "ოცნების" რეკორდულად დაბალი რეიტინგის ფონზე ხდება. ამიტომ პოლიტიკური ეჭვიანობა უკვე დაიწყეს, რადგან თუ ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი ძალაუფლების დაკარგვის რისკის წინაშე დადგება, შესაძლოა, ფსონი სალომე ზურაბიშვილზე დადოს. 

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები