ჩვენი გეგმით, 2021 წელს ქვეყანაში 1 700 000 ადამიანი ორჯერ უნდა აიცრას - გამყრელიძე

13.03.21 11:47
ჩვენი გეგმით, 2021 წელს ქვეყანაში 1 700 000 ადამიანი ორჯერ უნდა აიცრას - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ამირან გამყრელიძის თქმით, 2021 წელს საქართველოში 1 მილიონ 700 ათასი ადამიანი ორჯერ უნდა აიცრას.

პირველ ეტაპზე აიცრებიან ყველაზე პრიორიტეტული ჯგუფი ექიმები, ექთნები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი, ჩვენ ვანგარიშობთ 3 მლნ 900 ათას დოზას, რომლის მობილიზაციაც ქვეყანაში გაკეთდება წელს.

გარანტირებულია მილიონ 400 ათასი დოზა კოვაქსიდან, რომლითაც შემოვიდა პირველი ვაქცინა და დარწმუნებული ვარ, ბევრი კონტრაქტი აქვს მთავრობას, რომლის მიხედვითაც, თანდათანობით ეს დოზები გაიზრდება და ზაფხულში გვექნება მასობრივი იმუნიზაცია. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ გვერდში დგომისთვის- თქვა გამყრელიძემ.

AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის პირველი - 43 200 დოზები  საქართველომ დღეს, 13 მარტს მიიღო. 

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დღეს მიღებული ვაქცინის დოზებით, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი აიცრება.  

მსგავსი სიახლეები