WHO-მ Johnson & Johnson-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ Johnson & Johnson-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა.
კოვაქსს“ Johnson & Johnson-ის ვაქცინის 100 მილიონი დოზა უკვე შეკვეთილი აქვს.
Johnson & Johnson-ის ვაქცინა კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე ვაქცინაა, Pfizer-სა და AstraZeneca-ს შემდეგ, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დაამტკიცა.
Johnson & Johnson-ის ვაქცინა ერთ დოზას მოითხოვს და ჩვეულებრივ მაცივარში ინახება.