პირველივე შესაძლებლობისთანავე ავიცრები - პაატა იმნაძე

პირველივე შესაძლებლობისთანავე ავიცრები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პატარა იმნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ერთი წელი შესრულდა, რაც დაიწყო პანდემია, ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს, დღეში ორ პაციენტს მაინც ვნახულობ და დღემდე მოვიტანე თავი, რომ არ ვარ ინფიცირებული. აქედან გამომდინარე, მე მიწევს აცრა და, რა თქმა უნდა, პირველივე შესაძლებლობისთანავე ავიცრები, დავრეგისტრირდები და ავიცრები, – თქვა პაატა იმნაძემ.
AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის პირველი - 43 200 დოზა ვაქცინა საქართველომ დღეს, 13 მარტის დილას მიიღო. ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყება. ვაქცინაციისთვის შერჩეულია 82 დაწესებულება.პირველ ეტაპზე აიცრება სამედიცინო პერსონალი.