პაატა იმნაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ხვალ საჯაროდ გაიკეთებს

ხვალ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ღია ეთერში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება.
ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის პირველი - 43 200 დოზა ვაქცინა საქართველოში გუშინ, 13 მარტს ჩამოვიდა.