პაატა იმნაძე პირდაპირ ეთერში აიცრა

15.03.21 10:22
პაატა იმნაძე პირდაპირ ეთერში აიცრა

პირველი ვაქცინირებული საქართველოში - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე,  პაატა იმნაძე ასტრაზენეკას ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა.  დღეიდან მედპერსონალის კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყება.  ამ დროისათვის, სგანგებო ვებ გვერდზე 1449 მედპერსონალია დარეგისტრირებული, სადაც ვაქცინების განაწილება ხდება.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე დარწმუნებულია, რომ 43 000 თასი დოზა ვაქცინა ორ კვირაში გაიხარჯება და ეს პროცესი არ შეფერხდება.

მსგავსი სიახლეები