ბოლო 24 საათში COVID 19-ის 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 328 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 პაციენტი გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 13730, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 9275, PCR ტესტით - 4455
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,16%, ბოლო 14 დღის - 1,53%, ბოლო 7 დღის - 1,41%
- კარანტინის რეჟიმში - 211
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1358
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 131
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 120 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 96 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,6 მილიონზე მეტი.