გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება შეაჩერეს

გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს.
ვაქცინის გამოყენების შეწყვეტა უკავშირდება თრომბის განვითარების რისკს უკავშირდება და ასევე გვერდით მოვლენებს, რომელიც ვაქცინირებულ ადამიანებს გამოუვლინდათ. თუმცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ვაქცინა უსაფრთხოა.
მანამდე, Oxford/AstraZeneca ვაქცინაცია შეაჩერეს ნიდერლანდებმა, ირლანდიამ, ბულგარეთმა, დანიამ, ნორვეგიამ, რუმინეთმა და ისლანდიამ.