საქართველოში COVID-19-ის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, COVID-19-ის 537 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 128 ადამიანი, ხოლო 8 პაციენტი გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 29652, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 22203, PCR ტესტით - 7449
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,81%, ბოლო 14 დღის - 1,52%, ბოლო 7 დღის - 1,45%
- კარანტინის რეჟიმში - 206
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1376
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 133
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 120 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 96 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,6 მილიონზე მეტი.