საქართველოს პრეზიდენტი 18 მარტს ასტრა ზენეკას ვაქცინით აიცრება

16.03.21 16:30
საქართველოს პრეზიდენტი 18 მარტს ასტრა ზენეკას ვაქცინით აიცრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 18 მარტს ასტრა ზენეკას ვაქცინით აიცრება. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტი ასევე, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისკენ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მყოფ ყველა პირველ პირს მოუწოდებს.