ზარქუა ოპოზიციას: ბიჭო, თუ ბოიკოტში ხარ, მაშინ ადექი და მანდატი დატოვე

24.06.24 13:22
ზარქუა ოპოზიციას: ბიჭო, თუ ბოიკოტში ხარ, მაშინ ადექი და მანდატი დატოვე

"ბიჭო, თუ ბოიკოტში ხარ, მაშინ ადექი და მანდატი დატოვე " - ამ სიტყვებით მიმართავს ირაკლი ზარქუა ოპოზიციას, რომელიც პარლამენტში ბოიკოტის რეჟიმშია გადასული.

მაშინ, როცა ოპოზიციონერი დეპუტატების დიდი ნაწილი არ გეგმავს პრემიერის წლიური ანგარიშის მოსმენას, ირაკლი ზარქუა მათ მანდატის დატოვებისკენ მოუწოდებს.

რა კომფორტულია ხომ, თან ხელფას იღებ, თან პარლამენტს ამათი დანახვა არ გვინდაო. ბიჭო, თუ ბოიკოტში ხარ, თუ რეალობაა, მაშინ ადექი და მანდატი დატოვე და თქვი, რომ არ მინდა ამ პარლამენტში მუშაობა, აა, ხელფასები აღარ გექნებათ მერე? ასე კომფორტულია ხომ? - თან ხელფასი აიღოთ პარლამენტიდან, თან ბოიკოტი მოიგონოთ, თან ენდიაიდან დაფინანსებები აიღოთ, ხო, მაგარია - ორმაგი შემოსავლები გაქვთ,“ - ამბობს ზარქუა.

მსგავსი სიახლეები