საქართველოში კორონავირუსის 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

17.03.21 10:55
საქართველოში კორონავირუსის 382 ახალი  შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, ბოლო 24 საათის მონაცემებით,  კორონავირუსის 382 ახალი  შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 313 ადამიანი, ხოლო 7 პაციენტი გარდაიცვალა. 

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 27167, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 18542, PCR ტესტით - 8625
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,41%, ბოლო 14 დღის - 1,52%, ბოლო 7 დღის - 1,34%
  • კარანტინის რეჟიმში - 224
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1405
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 140

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 120 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 97 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,6 მილიონზე მეტი.

მსგავსი სიახლეები