სკანდალური ვიდეოჩანაწერი ზაზა სარალიძის მონაწილეობით - შვილმკვდარი მამა ხელისუფლებას შანტაჟში ადანაშაულებს

31.08.21 11:15
სკანდალური ვიდეოჩანაწერი ზაზა სარალიძის მონაწილეობით - შვილმკვდარი მამა ხელისუფლებას შანტაჟში ადანაშაულებს

შვილმოკლული მამის შანტაჟი  ფარული კადრებით - ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, რომელიც  ირაკლი ღარიბაშვილს ბოლო რამდენიმე კვირაა, ღიად აკრიტიკებს, ფარულად გადაღებული ვიდეომასალა გამოუქვეყნეს. ხუთწამიან  კადრებში ზაზა სარალიძე გახარიას თანაგუნდელთან, ალეკო ხოჯევანიშვილთან, ერთად ჩანს. კადრები ერთ-ერთმა  სახელისუფლებო სააგენტომ გაავრცელა, რომელიც ამტკიცებს, რომ შვილმოკლულ მამას ღარიბაშვილის კრიტიკა გახარიას გუნდმა დაუკვეთა. 

სკანდალურ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით ზაზა სარალიძე განმარტებებს სოციალურ ქსელში აკეთებს. სარალიძე ჩანაწერის ავთენტიკურობას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ აღნიშნული ვიდეოჩანაწერი არა რამდენიმე დღის წინ, არამედ 2018 წელს, იმ დროს არის გადაღებული, როცა ხორავას საქმეზე გამოძიება აქტიურად მიმდონარეობდა, ალეკო ხოჯევანიშვილი კი გენინსპექციის უფროსი იყო.

ამასთან ერთად, სარალიძე ამბობს, რომ გახარიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია იმის დასტურია, რომ ხელისუფლება გახარიასთვის ჩირქის მოცხებას ცდილობს, ხოლო თავად მას კი "ქართულმა ოცნებამ" ღარიბაშვილის კრიტიკა არ აპატია.

5 წამიან სკანდალურ აუდიოჩანაწერს გახარიას გუნდიც გამოეხმაურა. პარტიაში ფიქრობენ, რომ შვილმკვდარ მამას პრემიერის კრიტიკა არ აპატიეს და მის წინააღმდეგ კომპრომატების ომი წამოიწყეს. 

ერთადერთი, რასაც ამ ჩანაწერები გაჟღერება ემსახურება, არის კონკრეტული მიზანი, რომ პრემიერ-მინისტრის მისამართით გამოთქმული კრიტიკის გამო შვილმკვდარ მამას  მოსცხონ ჩირქი და დაადანაშაულოპნ, თითქოს მან ფული აიღო იმაში, რომ გაეკრიტიკებინა პრემიერ-მინისტრი იმ კოვიდვითარების გამო, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება. ერთი რამ შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ამ კონვერტში შესაძლოა, ყოფილიყო საქმესთან დაკავშირებული ცნობა გამოძიების გამოკვლევის მიმდინარეობის შესახებ, - ამბობს პარტია "საქართველოსთვის" წევრი. 

მსგავსი სიახლეები