საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 422 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 422 ახალი შემთხვევა გამოვლინდა გამოჯანმრთელდა 158 ადამიანი, ხოლო 8 პაციენტი გარდაიცვალა.
Stopcov-ის მონაცემებით:
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 23169, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 13915, PCR ტესტით - 9254
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,82%, ბოლო 14 დღის - 1,52%, ბოლო 7 დღის - 1,49%
- კარანტინის რეჟიმში - 235
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1423
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 168
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 120 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 97 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,6 მილიონზე მეტი.