ეს იქნება სააკაშვილის, როგორც საქართველოში ახალი პოლიტიკოსის, დაბადება - გიგი უგულავა

07.09.21 14:54
ეს იქნება სააკაშვილის, როგორც საქართველოში ახალი პოლიტიკოსის, დაბადება - გიგი უგულავა

სააკაშვილი ვერ გაქრება და ვერ აორქლდება, ადრე თუ გვიან ის დაბრუნდება - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ფოთის მერობის კანდიდატი საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნების შანსსა და რისკებს აფასებს. გიგი უგულავა აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში მოხდება სააკაშვილის, როგორც ახალი პოლიტიკოსის, დაბადება.

სანამ ,,ოცნების" ხელისუფლებაა, მას ციხე ემუქრება. თუ მას გადაწყვეტილი აქვს ივანიშვილის პირობებში ჩამოსვლა, ეს იმას ნიშნავს, რომ აცნობიერებს დიდი ალბათობით ციხეში წასვლის რისკს.

ივანიშვილმა მისგან შექმნა საფრთხობელა, მაგრამ საფრთხობელა იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილს სააკაშვილის ეშიანია.

თუ  ჩამოსვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩაჯდება თვითმფრინავში და ჩამოვა, ჩათვალეთ, ეს იქნება სააკაშვილის, როგორც საქართველოში ახალი პოლიტიკოსის, დაბადება - განაცხადა გიგი უგულავამ ანა ახალაის ,,დღის ამბებში" სტუმრობისას.

მსგავსი სიახლეები