მოვუწოდებ მხარდამჭერებს, კიდევ 25 დღე გაუძელით - გახარიას პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატი

07.09.21 16:23
მოვუწოდებ მხარდამჭერებს, კიდევ 25 დღე გაუძელით - გახარიას პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატი

პარტია “ საქართველოსთვის” ბათუმის მერობის კანდიდატი ხელისუფლებას მათს კანდიდატებსა და მხარდამჭერებზე შანტაჟში ადანაშაულებს. ირაკლი მიქელაძის განცხადებით,  ყოველდღიურად მიმდინარეობს ზეწოლა და ,,ქართული ოცნება" ემსგავსება ,,ნაციონალურ მოძრაობას". 

,,ქართული ოცნება" ემსგავსება ,,ნაციონალურ მოძრაობას", ახდენს ჩვენს მომხრეებზე ზეწოლასა და შანტაჟს. გუშინ ხულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საკრებულოში კანდიდატურა მოხსნა ხელისუფლების ზეწოლის გამო და ამ დრომდე მისი ადგილსამყოფელი მათთვის უცნობია. მოვუწოდებ მხარდამჭერებს, რომ კიდევ 25 დღე გაუძლონ - აცხადებს ირაკლი მიქელაძე.

მსგავსი სიახლეები