მწვავე დებატები თემთა პალატაში - უახლოვდება თუ არა ივანიშვილს ბრიტანული სანქციები?
"ტირანი და პუტინის მხარდაჭერილი ოლიგარქი" - ამ სიტყვებით მოიხსენიებდნენ დღეს ბიძინა ივანიშვილს თემთა პალატაში. ბრიტანელი დეპუტატები მთავრობას ქართველი ოლიგარქის დაუყოვნებლივ დასანქცირებისკენ მოუწოდებენ.
ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების საკითხი პოლიტიკოსებმა იმ დროს დააყენეს, როცა საქართველოს შესახებ თემთა პალატაში მწვავე დებატები იმართებოდა. კირ სტარმერის მთავრობის გავლენიან მინისტრს პირდაპირ უთხრეს, რომ ბრიტანეთმა ამერიკის მსგავსი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
სტივენ დაუთს ოლიგარქი ივანიშვილის დასანქცირებაზე წინააღმდეგობა არ გამოუთქვამს. მეტიც, მინისტრმა ახსნა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა სანქცირების გადაწყვეტილებას წინასწარ არ დააანონსებს, რადგან მას მოულოდნელობის ეფექტი დაეკარგება. ბრიტანელი მინისტრის განცხადებიდან ჩნდება განცდა, რომ ბრიტანეთის მთავრობა მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის, მისი მოადგილეების და მაღალჩინოსნების დასანქცირბით არ შემოიფარგლება და სანქციები ძალადობის მთავარ შემოქმედამდეც მივა.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.