შეიქმნა ნიღაბი, რომლის ტარების დროსაც სათვალე აღარ დაგეორთქლებათ

25.02.21 15:02
 შეიქმნა ნიღაბი, რომლის ტარების დროსაც სათვალე აღარ დაგეორთქლებათ

 სათვალეების ინდუსტრიაში წამყვანმა ბრენდმა Oakley-მ გადაწყვიტა, პირბადისა და სათვალის ერთდროული ტარებისას გამოწვეული პრობლემა მოეგვარებინა და შექმნა სახის ნიღაბი MSK3.

Oakley MSK3-ს შეგვიძლია, პრობლემის ჭკვიანური გადაჭრა ვუწოდოთ. ნიღაბს ბადისებრი წინა მხარე აქვს, რომელიც სუნთქვის შეგრძნებას ბადებს. მის უკანა მხარეს მაღალხარისხიანი ერთჯერადი ფილტრია, რომელიც ნაწილაკებს 95%-ით ფილტრავს. რეგულირებადი თასმები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ნიღაბი ნებისმიერი სახის ზომას მოერგოს.

ნიღბის ცხვირზე სრულყოფილი მორგება ხელს უშლის ამოსუნთქული ჰაერის სათვალის შუშებამდე მიღწევას.