TIK TOK -ს 2 ახალი ფუნქცია ემატება

10.03.21 19:30
 TIK TOK -ს  2 ახალი ფუნქცია ემატება


 TIK TOK-მა დააანონსა საიტზე ორი ახალი ფუნქციის დამატების შესახებ. ახლა მომხმარებელს შეუძლია, არასასურველი, ან მუქარის შემცველი კომენტარი დაბლოკოს, მეორე, გამოქვეყნებამდე ავტორს შესაძლებლობა ეძლევა შეამოწმოს, საკუთარი პოსტი რამდენად შეესაბამება საზოგადოების კეთილგანწყობას.

საზოგადოების კეთილგანწყობის გასაზრდელად დღეს ვიწყებთ ორი ახალ ფუნქციის დანერგვას: პირველი ავტორს თავიანთი ვიდეოების კომენტარებზე  მეტ კონტროლის შესაძლებლობას აძლევს, ხოლო მეორე ხალხს მოუწოდებს, იფიქროს მანამდე, სანამ არაკეთილსინდისიერ, ან შეუსაბამო შინაარსს შეიტანს  კომენტარებში”, - განაცხადეს  TikTok- ის პრესსამსახურში.

ახალი ინსტრუმენტი ,,კომენტარების ფილტრი"  (Filter All Comments)  საშუალებას იძლევა, ყველა ჩანაწერი მანამდე დაფაროს, სანამ აკაუნტის მფლობელი მას არ მოიწონებს, ამ ფუნქციის ჩართვით ყველა მომდევნო პუბლიკაციაც შემოწმებას დაექვემდებარება. საიტის ადმინისტრაცია აცახადებს, რომ ახალი ფუნქცია კომენტარებს საკვანძო სიტყვების მეშვეობით გაფილტრავს.