ნინოწმინდაში ბავშვებს კომპიუტერს კომპიუტერების გარეშე ასწავლიან – აუდიტი

15.03.21 19:53
ნინოწმინდაში ბავშვებს კომპიუტერს კომპიუტერების გარეშე ასწავლიან – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ნინოწმინდის სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებაში, რომელსაც ბავშვებისთვის სხვადასხვა მიმართულებით უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა ევალება, კომპიუტერულ პროგრამებს კომპიუტერის გარეშე ასწავლიან.

აუდიტმა დაასკვნა, რომ წრეების შესაბამისი ფუნქციონირებისთვის, აუცილებელია შესაბამისი ინვენტარი, კერძოდ კომპიუტერი.

აღნიშნული წრეების სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის აუცილებელია შესაბამისი ინვენტარი, რასაც სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულება არ ფლობს. კერძოდ, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა ა(ა)იპ-ის ფუნქციონირების ადგილი. გამოვლინდა, რომ ა(ა)იპ-ს არ გააჩნია კომპიუტერები და კულინარიის შესწავლისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა - სამზარეულოს ინვენტარის სახით. ამ წრეების შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა ვერ დაასაბუთეს რამდენად ეფექტიანია სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულების მიერ ამ მიმართულებით შესრულებული სამუშაო, დახარჯულ ფინანსურ რესურსთან მიმართებით,  - ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.