მათიკაშვილი ჰერჩინსკის განცხადებებს "ღია კარის მტვრევას" უწოდებს
"ღია კარის მტვრევა" - ასე გამოეხმაურა დავით მათიკაშვილი ევროკავშირის ელჩის განცხადებებს.
"ოცნების" დეპუტატმა პაველ ჰერჩინსკის საუბარი დაუწუნა და დღეს მედიასთან ირწმუნებოდა, რომ ქვეყანაში არჩევნების გასაყალბებლად არავინ ემზადება.
ღია კარის მტვრევაა ყველა ეს განცხადება, იმიტომ, რომ აქ მსგავსი რაღაცისთვის კი არავინ ემზადება, ამის საპრევენციოდ ხდება ის, რომ ქვეყანაში ჩატარდება მაღალი, დემოკრატიული ხარისხით არსებული საარჩევნო პროცესები და ეხლა ამ ყველაფერზე საუბარი იმიტომ, რომ შემდგომ ეს თავისივე საუბარი გაიხსენონ კონკრეტულმა პიროვნებებმა და მერე რაღაცა არგუმენტებად მოიშველიონ, რა თქმა უნდა, არ არის მთლად მართებული", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.
ევროკავშირის ელჩმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერებულია.
პაველ ჰერჩინსკიმ ისაუბრა არჩევნების მნიშვნელობაზე და თქვა, რომ თუ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში არ ჩატარდება, ამას ევროკავშირისგან საპასუხო რეაქციები მოჰყვება.
ელჩი ასევე პირდაპირ ამბობს, რომ თუ საქართველო გახდება ადგილი, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აიკრძალება, სამოქალაქო საზოგადოებას დასჭირდება საზღვარგარეთ წასვლა და თუ ადამიანის ძირეული უფლებები და უმცირესობის უფლებები არ იქნება დაცული, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.
მსგავსი სიახლეები
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
კარაფანო, Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ სანქციების მოხსნა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ საქართველოს ხელისუფლება ვაშინგტონს რეალურ წინადადებებს შესთავაზებს