კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

31.10.26 10:21
კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

კიდევ ერთი საინტერესო საერთაშორისო პროექტი ქართველი მსახიობის მონაწილეობით - ქართველი მსახიობი კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს.

მსახიობი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ისტორიულ დრამაში: The Revolution According to Kamo ითამაშებს. ფილმში სხვა ქართველი მსახიობებიც მონაწილეობენ, გადაღებების დიდი ნაწილი კი საქართველოში, მათ შორის თბილისში მიმდინარეობს.

სიუჟეტი მე-20 საუკუნის დასაწყისში ვითარდება და ორი მეგობრის, კამოსა და იოსებ ჯუღაშვილის ისტორიას მოგვითხრობს. ფილმი მოიცავს 1891-1922 წლებს და გვიჩვენებს რევოლუციურ მოძრაობას, ძალაუფლებისთვის ბრძოლასა და 1907 წლის თბილისის ბანკის ცნობილ ძარცვასაც.