უკრაინაში Starlink-ის მუშაობა აღდგა - მედია
უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის - Starshield-ის მუშაობა აქტიურად განახლდა და ხარისხი კვლავ უმჯობესდება.
ამის შესახებ ინფორმაციას მედია უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ანგარიშებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო არკვევს, ფრონტის ხაზზე რა სიჩქარით მუშაობს Starshield.
ცნობისთვის, 14 ოქტომბრის ღამეს მათ ამერიკული თანამგზავრული კავშირის სისტემის, Starlink-ის სამხედრო ვერსიის - Starshield-ის გამოყენებაზე შეზღუდვა აღმოაჩინეს. სისტემა ჩვეულებრივ Starlink-ზე სწრაფია და უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.