ილონ მასკმა ზელენსკის „წასვლისკენ“ მოუწოდა

15.10.26 19:39
ილონ მასკმა ზელენსკის „წასვლისკენ“ მოუწოდა

SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა  უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „წასვლისკენ“ მოუწოდა.

ამერიკელმა მილიარდერმა ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტის საპასუხოდ, რომელიც ომის გაგრძელებას ეხებოდა, დაწერა: „ხოცვა-ჟლეტა გრძელდება... ზელენსკის წასვლის დროა“.

ამ განცხადებას წინ უძღოდა კიევის ბრალდებები SpaceX-ის მისამართით, უკრაინული დრონებისთვის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის სიჩქარის შეზღუდვისა და მუშაობის შეფერხების გამო.

მასკმა ბრალდება უარყო და აღნიშნა, რომ სამხედრო ვერსიას აშშ-ის მთავრობა აკონტროლებს.

მილიარდერის პოზიცია ემთხვევა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რიტორიკას, რომელმაც ასევე მიანიშნა უკრაინაში ხელისუფლების შეცვლის საჭიროებაზე. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ გადადგომას არ აპირებს და უკრაინის ტერიტორიებს არ დათმობს.