აშშ-ის სკოლაში 16 წლის მოზარდმა ცეცხლი გახსნა - დაღუპულთა შორის არიან 5, 8 და 11 წლის ბავშვები

16.10.26 10:06
აშშ-ის სკოლაში 16 წლის მოზარდმა ცეცხლი გახსნა - დაღუპულთა შორის არიან 5, 8 და 11 წლის ბავშვები

აშშ-ის ორეგონის შტატის ქალაქ ბენდში მდებარე დაწყებით სკოლაში 16 წლის მოზარდმა ცეცხლი გახსნა - დაღუპულთა შორის იყვნენ 5, 8 და 11 წლის ბავშვები.  სროლის შედეგად სულ ოთხი ადამიანი, მათ შორის - თავდამსხმელი, რომლის ლიკვიდაცია ადგილობრივმა შეიარაღებულმა მოქალაქემ განახორციელა.

გარდა ამისა, 7 წლის მოსწავლე და 54 წლის მასწავლებელი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისივე ინფორმაციით, ადგილობრივი თემის წევრმა, რომლის ვინაობაც მას არ დაუსახელებია, დაინახა, როგორ შევიდა ეჭვმიტანილი სკოლაში და მას გაეკიდა.

Reuters-ი წერს, რომ შეერთებულ შტატებში სროლის თითოეული შემთხვევა ხელახლა ააქტიურებს დებატებს იარაღთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე ქვეყანაში, სადაც იარაღის ფლობის უფლება კონსტიტუციის მეორე შესწორებითაა დაცული. იარაღის ფლობის უფლების მომხრეები მასწავლებლების თავდაცვის მიზნით შეიარაღების იდეას უჭერენ მხარს.

მსგავსი სიახლეები