ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ვასილე ტოფანთან შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე უკრაინისა და მოლდოვის ევროპული ინტეგრაციის საკითხები განიხილა.
ასევე, ზელენსკიმ და ტოფანმა უსაფრთხოების შესახებ ისაუბრეს, კერძოდ, დნესტრისპირეთის საკითხი და სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება განიხილეს.