ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევიდა და ის ქალაქის მიღმაც გაფართოვდა - მელანია ტრამპი

27.10.26 22:41
ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევიდა და ის ქალაქის მიღმაც გაფართოვდა - მელანია ტრამპი

ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევიდა და ის ქალაქის მიღმაც გაფართოვდა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის გეოგრაფიული არეალის გაფართოვება ჰუმანიტარულ კოლონებს უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობას იძლევა.

„ცეცხლის შეწყვეტა დაიწყო. უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევიდა მოსკოვის დროით 16:00 საათზე, 2026 წლის 27 ოქტომბერს.

ვადები გრაფიკზე ორი დღით ადრე გადმოიწია მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველსაყოფად. ცეცხლის შეწყვეტის გეოგრაფიული არეალი ხერსონის ოლქში, ოლეშკის მიღმაც გაფართოვდა, რათა ჰუმანიტარულ კოლონებს უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა მიეცეთ.

გენერალმა ვალერი გერასიმოვმა, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, დაადასტურა“, - წერს მელანია ტრამპი.