აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები სავარაუდოდ, 4 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი - ტუსკი
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, 4 ნოემბერს გაიმართება.
მისი თქმით, შეხვედრის ჩატარების ყველაზე სავარაუდო ადგილი აბუ-დაბია.
ამის შესახებ The Guardian წერს.
ტუსკი ასევე გამოეხმაურა ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრრ სტუბისა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორეს სატელეფონო საუბარს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. მისი თქმით, საუბარი მასთან, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ამერიკულ მხარესთან კონსულტაციების შემდეგ შედგა.
ტუსკის განცხადებით, ევროპულ მხარეს აბუ-დაბიში დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრაზე პროგრესის მიღწევის იმედი აქვს, თუმცა ეს იმედი საკმაოდ ფრთხილია.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობის მიმართ ძალიან ფრთხილი პოზიცია აქვს. მან ასევე მოუწოდა სტუბსა და სტორეს, პუტინთან მოლაპარაკებებისას სიფრთხილე გამოიჩინონ.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პუტინთან საუბრის შემდეგ სტუბმა მას ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ „ორივე მხარემ თავისი პოზიციები შეინარჩუნა“ და რომ „სატელეფონო საუბრის დროს ევროპული მხარის შთაბეჭდილება ძალიან შეკავებული ოპტიმიზმი იყო“, აბუ-დაბიში პროგრესის მიღწევის შანსებზე.