რუსეთის ქალაქ ლიპეცკში აფეთქებები და ხანძარია - იერიში, სავარაუდოდ, მეტალურგიულ კომბინატზე მიიტანეს

28.10.26 10:23
რუსეთის ქალაქ ლიპეცკში აფეთქებები და ხანძარია - იერიში, სავარაუდოდ, მეტალურგიულ კომბინატზე მიიტანეს

რუსეთის ქალაქ ლიპეცკში, გამოცხადებული სარაკეტო საფრთხის ფონზე, ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა.

OSINT-არხების ცნობით, ხანძარი ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატის (НЛМК) მიდამოებში გაჩნდა, რომელზეც, სავარაუდოდ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია ქალაქის აეროდრომის მხარეს გაჩენილი ცეცხლის შესახებაც.

მონიტორინგის ჯგუფების ინფორმაციით, რუსულმა საჰაერო თავდაცვამ სამიზნეების განადგურება ვერ შეძლო:

„ვხედავთ ЗРПК «Панцирь»-ის აქტიურ მუშაობას საჰაერო სამიზნეებზე. საჰაერო მიზანზე მოხვედრის დამახასიათებელი აფეთქება არ ჩანს. შესაძლოა, «Панцирь»-მა ვერ შეასრულა ამოცანა. ასევე ვაფიქსირებთ ხანძარს ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატის (НЛМК) ტერიტორიაზე, რაც თავდაცვის სისტემის მუშაობის ან ობიექტის ჩამოვარდნის შედეგია. ვიდეოზე ჩანს 30-მილიმეტრიანი ჭურვების აფეთქება რუსული ЗРГК «Панцирь»-ის ავტომატური საზენიტო ქვემეხებიდან სროლისას. ზუსტი მოხვედრა არ ფიქსირდება“.