ესპანეთში მატარებლები ერთმანეთს შეეჯახნენ - დაღუპულია სულ მცირე, 10 ადამიანი

28.10.26 13:56
ესპანეთში მატარებლები ერთმანეთს შეეჯახნენ - დაღუპულია სულ მცირე, 10 ადამიანი

ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას elpais ავრცელებს. 

მედიის ცნობით, ერთმანეთს ესპანეთის სარკინიგზო კომპანიების Renfe-სა და Iryo-ს ჩქაროსნული მატარებლები შეეჯახნენ, რის შედეგადაც ორი ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა და ნაპირიდან ჩამოვარდა.

შეჯახების გამო მადრიდი-ანდალუსიის ჩქაროსნული რკინიგზის ხაზის მომსახურება დაუყოვნებლივ შეჩერდა.