ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა

28.10.26 15:11
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა

ესპანეთში  მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა - ინფორმაციას Sky News  ავრცელებს.

ცნობისთვის,  ერთმანეთს ესპანეთის სარკინიგზო კომპანიების Renfe-სა და Iryo-ს ჩქაროსნული მატარებლები შეეჯახნენ, რის შედეგადაც ორი ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა და ნაპირიდან ჩამოვარდა.

შეჯახების გამო მადრიდი-ანდალუსიის ჩქაროსნული რკინიგზის ხაზის მომსახურება დაუყოვნებლივ შეჩერდა.