პოლონეთმა კალინინგრადის საზღვართან სპეციალური ოპერაციის შტაბი შექმნა

02.11.26 23:51
პოლონეთმა კალინინგრადის საზღვართან სპეციალური ოპერაციის შტაბი შექმნა

კალინინგრადის ოლქთან, საზღვარზე დივერსიის საფრთხის გამო, პოლონეთის პოლიციამ სპეციალური ოპერაციის შტაბი შექმნა.

პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, მარეკ ბორონის განმარტებით, ეს პრევენციული ღონისძიებებია.

მისივე თქმით, ოპერაცია პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში შექმნილ ვითარებას: დივერსიებს, საბოტაჟს, „ჰიბრიდულ დანაშაულს“.

პოლონური მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პოლონეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა და სხვა უწყებებმა გასულ კვირას მიიღეს გაფრთხილება კალინინგრადის საზღვარზე შესაძლო დივერსიების, მათ შორის შეიარაღებული ჯგუფების მიერ საზღვრის დარღვევის შესახებ.